Wednesday, April 14, 2010

espaneti

ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España), - ქვეყანა, განთავსებულია ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი),სახელმწიფოს მეთაური არის - მეფე ხუან კარლოს I. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეის ნახევარკუნძულის 84% უკავია. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. მას ეკუთვნის კუნძულები ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულის (მათ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით).

ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში ჰავა ხმელთაშუა ზღვიურია. შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტურია. ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავია.

ესპანეთი, შვეიცარიის შემდეგ ყველაზე მაღალმთიანი ქვეყანაა ევროპაში. მთები და მთაგრეხილები მისი ტერიტორიის 90%–ს შეადგენენ. მესეტის მთაგრეხილი იკავებს ქვეყნის თითქმის 1/2-ს. მესეტის დასავლეთ ნაწილში ტექტონიკური კანიონები და მდინარეების კალაპოტებია, აღმოსავლეთით ის უფრო მოსწორებულია. ცენტრალური კორდილიერები მესეტას ყოფენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. მესეტის ჩრდილოეთით ბისკაის ყურის სანაპიროზე გადაჭიმულია კანტაბრიის მთები, რომლებიც წარმოადგენენ ესპანეთის ყველაზე ძნელად მისადგომ მთათა სისტემის– პირინეის გაგრძელებას, რამდენიმე პარალელური სისტემა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია 450კმ. პირინეის მთების საშუალო სიმაღლე დაახლოებოთ 2500მ. ყველაზე მაღალი წერტილიაანეტო (3404მ). პირენეების სამხრეთ ფერდობი წარმოადგენს სამთო ტურიზმის მსხვილ საერთაშორისო ცენტრს. მესეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გადაჭიმულია იბერიის მთები: სიგრძით 250კმ, და სიმაღლით 2313მ (პიკი მონკაო). იბერიის მთებში იღებს სათავეს ესპანეთის ყველაზე მსხვილი მდინარეები. აღმოსავლეთ პირინეებსა და იბერიის მთებს შორის ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმულია არც თუ ისე მაღალი კატალონიის მთები. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში განლაგებულია კორდილიერა – ბეტიკას მთათა სისტემა. ცენტრში _ სიერა–ნევადას მთები. ტერიტორიის დარჩენილი 10% უკავია ანდალუზიის დაბლობს სიერა-მორენასა და კორდილიერა-ბეტიკას შორის (სადაც მიედინება მდინარე გვადალკვივირი) არაგონის დაბლობი,მდ.ებროს ხეობაში და რამდენიმე პატარა დაბლობი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესპანეთის სანაპიროები ძალიან მრავალფეროვანია დიუნებით, ქვიშიანი და სილიანი სანაპიროებით. გალისიის სანაპიროს ნაწილი ნორვეგიის ფიორდების მსგავსია, ხოლო ჩრდილო სანაპირო ცნობილია მცირე ზომის გამოქვაბულებით. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გვხვდება უდაბური ლაგუნები და ჭაობები.